კომპანია NanoPolymer® დაარსდა 2023 წელს და 2025 წელს შეიძინა 50, 75, 110 და 160 მმ დიამეტრი პოლიპროპილენის მილების წარმოების მაღალტექნოლოგიური ავტომატური ხაზი, რომელსაც წლიურად 2,160 ტონა პოლიპროპილენის გადამუშავება და მისგან სხვადასხვა დიამეტრის, სიგრძისა და დანიშნულების ერთშრიანი მილების წარმოება შეუძლია.
უცხოეთში ნაყიდი ამ უახლესი ავტომატური ხაზის საქართველოში ჩამოტანის, ინსტალაციისა და სრულმასშტაბიანი ამოქმედებით, კომპანია NanoPolymer®-ი 2026 წლის დასაწყისიდან მყიდველს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის 4 kN/m² (407.886 კგ.მ²) სიმყარის სქელკედლიან ერთშრიან გრავიტაციული და დაბალი წნევის (PP) პოლიპროპილენის მილებს, რომლებიც გამოიყენება როგორც შიდა და გარე კანალიზაციის სისემებში, ასევე თივითდინების, დრენაჟის, გრავიტაციული ნაკადის, წვეთოვანი სისტემებისა და დაბალი წნევის 2 ბარამდე (ტუმბოს გარეშე) ირიგაციაში.
კომპანია NanoPolymer®-ის ამოცანაა ქართულ ბაზარზე ქართველი მწარმოებლების როლისა და ადგილის გაზრდა-გაფართოება და ქართველი მომხმარებლებისათვის ქართული კომპანიების მიერ უმაღლესი სტანდარტებით წარმოებული პროდუქციის მიწოდება.
კომპანია NanoPolymer®-ი მიისწრაფის პლასმასის მილების ინდუსტრიაში შეიტანოს და დაამკვიდროს მცნება იმისა, რომ ევროპული სტანდარტებით წარმოებული უმაღლესი ხარისხის პოლიპროპილენის ეს მილები და მისი ფიტინგები „წარმოებულია საქართველოში“ („MADE IN GEORGIA“) და ის, რომ მომხმარებელს „ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ უმაღლეს ხარისხს“ („We only offer the highest quality“).
პლასმასის მილებისა და ფიტინგების ქართულ ბაზარზე ტოტალურად უცხოური ქვეყნის მწარმოებლები დომინირებენ
არავისათვის საიდუმლო არ არის ის, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით, პლსმასის მილებისა და ფიტინგების ქართულ ბაზარზე, ისევე როგორც ინდუსტრიული წარმოების სხვა სეგმენტებში, მთლიანად და თითქმის ტოტალურად დომინირებენ უცხოური წარმოების ბრენდები. კერძოდ, დღეის მდგომარეობით ქართულ ბაზარზე შემოდის გერმანული, თურქული, რუსული, რუმინული, სომხური და სხვა ქვეყნის ბრენდებით წარმოებული სხვადასხვა სახის პლასმასის მილები და ფიტინგები, რომელთა შორის არის როგორც მაღალხარისხიანი, ასევე სრულიად უხარისხო ნაწარმი. (სრული ინფორმაციისთვის დააწექით ისარს)
საქართველოს პლასტმასის მილების ბაზრისა და ადგილობრივი მწარმოებლების წილის მიმოხილვა ძალზე სავალალო სურათს ჰქმის. კერძოდ, პლასტმასის მილებისა და პროფილების ბაზრის ანალიზი საქართველოში, სერბეთსა და მოლდოვაში ჩატარდა 2024 წლის აპრილში Pro-Consulting-ის მიერ (იხ. „პლასტმასის მილებისა და პროფილების ბაზარი სერბეთში, მოლდოვასა და საქართველოში“). ეს კვლევა მოიცავს ბაზრის დინამიკას 2019-2023 წლების პერიოდისთვის, სადაც ხაზგასმულია ის, რომ ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების მოხმარების საერთო მონაცემები საქართველოში წელიწადში დაახლოებით 612.5 მილიონ ერთეულს შეადგენს, რაც 3.9-5.9 ათას ტონას უდრის, მაგრამ ეს კონკრეტულად მხოლოდ მილებს არ ეხება. ადგილობრივი პლასტმასის მილების მწარმოებლების წილის შესახებ დეტალური სტატისტიკა ძიების ამ შედეგებში იძებნება, მაგრამ იმპორტირებული მილების წილი, სხვადასხვა შეფასებით, ის ბაზრის 85%-დან 90%-მდე შეადგენს. რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს ისიც, რომ საქართველო გამოირჩევა ლიბერალური საბაჟო სისტემით: თურქეთიდან, ევროკავშირიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან (წარმოშობის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში) იმპორტის გადასახადი შეადგენს 0%; სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს 5% ან 12%. არადა სწორედ პლასმასის მილების მთლიანი თუ არა, უდიდიესი ნაწილი, სწორედ თურქეთიდან, ევროკავშირიდან (გერმანია, რუმინეთი) და დსთ-ს ქვეყნებიდან (რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სასომხეთი) შემოდის, რომლებიც სრულად დომინირებენ საქართველოს მზარდ ბაზარზე, რაც განპირობებულია თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქტიური მშენებლობებით.
ამრიგად, საქართველოში პლასტმასის მილებისა და ფიტინგების საერთო ბაზარი მნიშვნელოვანია, მოხმარების მაღალი დონით, სადაც უცხოელი მწარმოებლები ტოტალურად დომინირებენ, ეს კი, პლასტმასის მილების ადგილობრივი წარმოების მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალზე მიუთითებს.
კომპანია NanoPolymer®-სა და სხვა ქართველ მწარმოებლებს ძალუძთ მომხმარებლებს მიაწოდონ უმაღლესი სტანდარტებით დამზადებული პროდუქცია
კომპანია NanoPolymer®-ი დარწმუნებულია, რომ მასთან ერთად ასევე ქართველ სხვა მწარმოებლებს ძალუძთ აწარმოონ და მომხმარებლებს მიაწოდონ უმაღლეს სტანდარტებზე მორგებული პროდუქცია, რომელსაც არა მარტო შიდა ბაზარზე შეუძლია მნიშვნელოვანი და ღირსეული ადგილის დაკავება, არამედ პოტენციურად ასევე შეუძლიათ ექსპორტის ბაზარზე საქართველო გლობალურ მოთამაშედ გადააქციონ. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება კომპანია NanoPolymer®-ის მისწრაფება იმისკენ, რომ პლასმასის მილების ინდუსტრიაში შეიტანოს და დაამკვიდროს მცნება იმისა, რომ ევროპული სტანდარტებით წარმოებული უმაღლესი ხარისხის პოლიპროპილენის ეს მილები და მისი ფიტინგები „წარმოებულია საქართველოში“ („MADE IN GEORGIA“) და ის, რომ მომხმარებელს „ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ უმაღლეს ხარისხს“ („We only offer the highest quality“).
NanoPolymer®-ის თანამედროვე საწარმოო ხაზი
კომპანია NanoPolymer®ის ქარხანაში 2026 წლის დასაწყისში ამოქმედდა 50, 75, 110 და 160 მმ დიამეტრი PE, PP და სხვა თერმოპლასტიკური მასალებით მილების წარმოების მაღალტექნოლოგიური პირველი ავტომატური ხაზი, რომლის შემადგენლობაში ავტომატურ და სინქრონულ რეჟიმში მოქმედებენ შემდეგი მანქანები და დანადაგარები:
PE, PP და სხვა თერმოპლასტიკური მასალების ექსტრუდერში ვაკუუმური ჩატვირთვის მანქანა ZJ-300;
ბუნკერის საშრობი STG-U250;
SJ75/33 ტიპის მაღალსიჩქარიანი ერთხრახნიანი (Single-Screw) ექსტრუდერი, რომლის დანიშნულება PE, PP და სხვა თერმოპლასტიკური მასალების გადამუშავება. SJ75/33 ექსტრუდერი მუშაობს პოლიმერული გრანულების ტრანსპორტირების, დნობისა და წნევის ქვეშ გატარების პრინციპით. 33:1 L/D თანაფარდობა უზრუნველყოფს მასალის უმაღლესი ხარისხის ჰომოგენიზაციას;
პლსმასის მილებზე ფერის ზოლის დამტანი კო-ექსტრუდერი SJ25/25;
კალიბრაციისა და გაგრილების 9 მეტრი სიგრძის ვაკუუმური აგრეგატი;
20HP სიმძლავრის წყლის გამაგრილებელი ჩილერი;
მილების წყლით გაგრილების 6 მეტრი სიგრძის აგრეგატი;
სამ მუხლუხოვანი მილების გადმტანი-გადამზიდი მანქანა;
მილების ავტომატური საჭრელი მანქანა;
SGK160 სერიის სრულად ავტომატური პლასტმასის მილების თავების ფორმირების (მუფტირების) მანქანა, რომელიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ავტომატურ ხაზს და განკუთვნილია PPH და PP მილების ბოლოების ფორმირებისთვის (ე.წ. "ბელინგი") "U" ან "R" ტიპის შემაერთებელი ბუდეების მისაღებად.
ეს მანქანა აღჭურვილია მასალის მიწოდების მოწყობილობით და შესაბამისი პროცესის ინტერფეისებით. მანქანას შეუძლია მუშაობა დამოუკიდებლად ან მთავარ ექსტრუდერთან ერთად. მას აქვს მილების ჰორიზონტალური მოძრაობა, სტაბილური და ზუსტი მუშაობა და არ აზიანებს მილებს. ეს მანქანა იყენებს ინფრაწითელ გათბობას და ორმაგი გათბობის ღუმელს, რომელთაგან თითოეული აღჭურვილია ცენტრალური გათბობის ელემენტით. ის იყენებს ჩამოსხმის მეთოდს გაფართოების მილის თავისთვის ზუსტი ზომებით. მას აქვს გადამრთველები გაფართოების საცობისთვის (სწორი ტიპი) და გაფართოების საცობისთვის დალუქვის საყელურით (R ტიპი) მართვის პანელზე, რაც ძალიან მოსახერხებელია მილის გაფართოების მეთოდის შესარჩევად და უზრუნველყოფს მაღალ ადაპტირებადობას. ძირითადი ელექტრო მართვის კომპონენტები დაკომპლექტებულია გერმანული, იაპონური, სამხრეთ კორეული, ამერიკული წარმოების მსოფლიო ბრენდების აგრეგატებითა და დეტალებით, რაც უზრუნველყოფს სისტემის სტაბილურ და საიმედო მუშაობას.
კომპანია NanoPolymer®ის გუნდი შედგება ბიზნესისა და თერმოპლასტიკური ინდუსტრიის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება და მყარი რეპუტაცია აქვთ პლასმასის მილების წარმოებაში, მარკეტინგში და გაყიდვების სფეროებში.
ამ დროისთვის, კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტი შედგება 3 მთავარი ოფიცრისგან, რომლებიც მართავენ კომპანია NanoPolymer®ის ყოველდღიურ ოპერაციებს. კომპანია გააგრძელებს კვალიფიციური პერსონალის ძიებას და დაქირავებას მენეჯმენტის ჯგუფის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად.
2023 წელს დაარსებულმა კომპანია NanoPolymer®-მა 2026 წელს აამოქმედა პოლიპროპილენის მილების წარმოების მაღალტექნოლოგიური ავტომატური ხაზი, რომელსაც წლიურად ძალზე დიდი ოდენობით პოლიპროპილენის გადამუშავება და მისგან 50, 75, 110 და 160 მმ დიამეტრი პრემიუმ ხარისხის 4 kN/m² (407.886 კგ.მ²) სიმყარის სხვადასხვა სიგრძისა და დანიშნულების სქელკედლიანი ერთშრიანი გრავიტაციული და დაბალი წნევის (PP) მილების წარმოება შეუძლია.
ეს ხაზი ჩვენი კომპანიის მიერ უცხოეთში შეძენილი „პირველი მერცხალია“, რომელსაც, მომავალი წლიდან მოყოლებული, ჩვენ ყოველწლიურად დავუმატებთ და გავზრდით, როგორც ახალ ხაზებსა და საწარმოო პოტენციალს, ასევე წარმოებული პროდუქციის ნაირსახეობებსა და ასორტიმენტს. ჩვენს ხელთ არსებული მატერიალურტექნიკური ბაზა, ჩვენი მაღალკვალიფიცირებული და გამოცდილი პერსონალი საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ძალზე ფართო სპექტრის მაღალტექნოლოგიური პლასმასის პროდუქცია, რომელიც დღევანდელ დღეს ძალზე ფართოთ გამოიყენება როგორც მშენებლობასა და საყოფაცხოვრებო სექტორებში, ასევე კვების მრეწველობის, ფარმაცევტულ და სხვა ინდუსტრიებში.
ჩვენ მომხმარებელს მუდამ შევთავაზებთ ევროპული სტანდარტებით წარმოებულ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რომლებზეც ღირსეულად იქნება ასახული დამღა: „წარმოებულია საქართველოში“.
NanoPolymer®-ის
გენერალური დირექტორი
e.gelashvili@nanopolymer.ge
NanoPolymer®-ის
საფინანსო დირექტორი
k.gikashvili@nanopolymer.ge
NanoPolymer®-ის
ქარხნის დირექტორი
m.gvritishvili@nanopolymer.ge