NanoPolymer®-ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მაღალკვალიფიცირებული და გამოცდილი პერსონალი კომპანიას საშუალებას აძლევს აწარმოოს მაღალი ხარისხის ძალზე ფართო სპექტრის პლასმასის პროდუქცია რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც მშენებლობასა და საყოფაცხოვრებო სექტორებში, ასევე კვების მრეწველობის, ფარმაცევტულ და სხვა ინდუსტრიებში.
საწყისი ეტაპისთვის წარმოება შემოიფარგლება მხოლოდ ქვემოხსენებული პროდუქტებით, თუმცა დანადგარების წარმადობა და ტექნიკური სპეციფიკაციები სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოების საშუალებებს იძლევა. საწყის ეტაპზე კომპანია იქყებს შემდეგი დასახელების პროდუქციის წარმოებას.
მილები
მრავალბინიანი კომპლექსებისა და კერძო სახლებისათვის NanoPolymer®-ის მიერ რეალურად კონკურენტუნარიანი ფასად საქართველოში იწარმოება პრემიუმ ხარისხის 50 მმ., 75 მმ., 110 მმ. და 160 მმ. დიამეტრისა და კედლის სხვადასხვა სისქის პოლიპროპილენის მილები. მათ შორის:
ფიტინგები
შემდეგი წლიდან NanoPolymer®-ი თავის ქარხანაში დაიწყებს მისივე წარმოებული მილებისათვის საჭირო ფიტინგების წარმოებას, რისთვისაც უცხოეთში შეიძენს, ჩამოიტანს, დაამონტაჟებს და აამუშავებს უახლესი მოდელების თერმოპლასტავტომატებს. მანამდე კი, მილების მყიდველთა მოხერხებულობისა და კომფორტისათვის, შეიძენს და მომხმარებლებს ადგილზევე შესთავაზების ისეთ მაღალხარისხიან ფიტინგებს, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ ხარისხის მაღალ სტანდარტებს. ამ ფიტინგების კატალოგი მოცემულია ქვემოთ: