მასალა
მიუხედავად იმისა, რომ მილების გეომეტრიული ზომები ხშირად ემთხვევა, მასალის ფიზიკური თვისებები გავლენას ახდენს მათ ექსპლუატაციაზე:
NanoPolymer®-ის პრემიუმ კლასის როგორც სქელკედლიანი, ასევე გაძლიერებული სისქის კედლებით ერთშრიანი გრავიტაციული და დაბალი წნევის 50, 75, 110 და 160 მმ. დიამეტრის მილები იწარმოება მხოლოდ პირველადი, 100%-იანი სისუფთავის (Virgin PP) სერტიფიცირებული და მაღალი პოლიპროპილენიდან (PP), ხოლო დიდი დიამეტრის (110 და 160 მმ) მილები კი, იწარმოება პრემიუმ კანალიზაციის ეტალონის ნედლეულით - სამხრეთ კორეული Polypropylene Block Copolymer-ით (PP-B).
ნედლეულის სისუფთავე (Virgin PP):
იაფფასიანი მილები ხშირად მზადდება მეორადი (გადამუშავებული) პლასტმასისგან, რაც მათ მტვრევადს და უხარისხოს ხდის. NanoPolymer® იყენებს მხოლოდ პირველად, 100%-იანი სისუფთავის (Virgin PP) სერტიფიცირებულ პოლიპროპილენს, რაც მილის 50-წლიან ექსპლუატაციას გარანტირებს.
პრემიუმ კანალიზაციის ეტალონური ნედლეული:
Ø 50 და Ø 75 მმ დიამეტრის მილების წარმოებაში NanoPolymer® იყენებს ჰომოპოლიმერს (PP-H), ხოლო Ø 110 და Ø 160 მმ დიამეტრის მილების წარმოებაში კი, სამხრეთ კორეულ პრემიუმ კლასის სწორედ იმ ბლოკ-სოპოლიმერს (PP-B Block Copolymer), რომელიც კანალიზაციისა და დრენაჟის მილებისათვის (for Sewage and Drainage Pipes) არის შექმნილი.
ნედლეულად სამხრეთ კორეული Polypropylene Block Copolymer-ის (PP-B) გამოყენება ნიშნავს იმას, რომ NanoPolymer® აწარმოებს ისეთ პროდუქტს, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით ბევრად აღემატება სტანდარტულ - PP-H ნედლეულით წარმოებულ მილებს. სამხრეთ კორეული ნედლეული ცნობილია თავისი მაღალი დარტყმითი სიმტკიცით (Impact Strength) დაბალ ტემპერატურაზეც კი და ხანგრძლივი თერმული სტაბილურობით. სამხრეთ კორეული Polypropylene Block Copolymer-ის (PP-B) არის პრემიუმ კანალიზაციის ეტალონი ვინაიდან:
1. პლასტიურობა vs მტვრევადობა: ჩვეულებრივი მილები ზამთარში, დაბალ ტემპერატურაზე, ხდება მტვრევადი (როგორც მინა). კორეული PP-B ინარჩუნებს ელასტიურობას. NanoPolymer®-ის არ გაიბზარება და არ დეფორმირდება არც ტრანსპორტირებისას და არც ბეტონის წნევის ქვეშ, მილი უძლებს დარტყმით დატვირთვებს მონტაჟისას და/ან მშენებლობაზე ზამთრის პერიოდში დავარდნისასაც.
ნებისმიერს შეუძლია ჩაატაროს "Crash Test"-ის დამოუკიდებელი დემონსტრაცია – შეადაროს სამხრეთ კორეული ნედლეულიდან (PP-B) წარმოებული NanoPolymer®-ის Ø110 და Ø160 მმ. დიამეტრის მილი და იაფიანი ანალოგი (მაგალითად, დაარტყას ურო ან გადაუაროს მანქანით). PP-B-ს შემთხვევაში NanoPolymer®-ის მილი მხოლოდ დეფორმირდება, იაფიანი კი – დაიმსხვრევა. ეს Crash Test იქნება NanoPolymer®-ის მილის პრემიოუმ ხარისხის საუკეთესო დემონსტრირება
2. ქიმიური მედეგობა: პრემიუმ კლასის ეს პოლიპროპილენი დეფორმაციის გარეშე უძლებს აგრესიულ საყოფაცხოვრებო ქიმიას და ცხელ წყალს (95°C-მდე).
3. ეკოლოგიური სუფთა პროდუქტი: მინარევების (კალციუმის კარბონატის ან მეორადი პლასტმასის) არარსებობა ნიშნავს, რომ მილი დროთა განმავლობაში არ "გამოშრება" და არ დასკდება.
პრემიუმ კანალიზაციის ეტალონური ნედლეულისა და NanoPolymer®-ის მილის სქელი კედლისა და შესაბამისად მეტი წონის ერთობლიობა ქმნის ხმის მაღალ იზოლაციას (Acoustics). საკანალიზაციო მილების მთავარი პრობლემა ხმაურია. NanoPolymer®-ის Ø110 მმ-იანი მილის სქელი კედელი (2.7 მმ vs 2.2 მმ ან 1.8 მმ) მნიშვნელოვნად ამცირებს ჩამდინარე წყლის ხმას. ამგვარად ეს არის 'Comfort' (იგივე PREMIUM) კლასის მილები, რომლებიც უზრუნველყოფენ სიმშვიდეს საცხოვრებელ კორპუსებში.
მილების საერთო მახასიათებლები
NanoPolymer®-ის მიერ წარმოებული პოლიპროპილენის (PP) მილები სრულად აკმაყოფილებენ თანამედროვე შიდა კანალიზაციის სისტემების ყველა მოთხოვნას, ხმის იზოლაციიდან და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვიდან დაწყებული, ქიმიური მდგრადობითა და ცხელი წყლისადმი მაღალი გამძლეობით დამთავრებული. წარმოების პროცესში შენარჩუნებულია მასალის ყველა მნიშვნელოვანი თვისება, რის შედეგადაც მიიღება მაღალი ხარისხის შიდა კანალიზაციის მილსადენების სისტემა, რომელიც იდეალურად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.
მილების ტექნიკური მახასიათებლები