კომპანია NanoPolymer®-ის ამოცანაა ქართულ ბაზარზე ქართველი მწარმოებლების როლისა და ადგილის გაზრდა-გაფართოება და ქართველი მომხმარებლებისათვის ქართული კომპანიების მიერ უმაღლესი სტანდარტებით წარმოებული პროდუქციის მიწოდება.
კომპანია NanoPolymer®-ი მიისწრაფის პლასმასის მილების ინდუსტრიაში შეიტანოს და დაამკვიდროს მცნება იმისა, რომ ევროპული სტანდარტებით წარმოებული უმაღლესი ხარისხის პოლიპროპილენის ეს მილები და მისი ფიტინგები „წარმოებულია საქართველოში“ („MADE IN GEORGIA“) და ის, რომ მომხმარებელს „ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ უმაღლეს ხარისხს“ („We only offer the highest quality“).
პლასმასის მილებისა და ფიტინგების ქართულ ბაზარზე ტოტალურად უცხოური ქვეყნის მწარმოებლები დომინირებენ
არავისათვის საიდუმლო არ არის ის, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით, პლსმასის მილებისა და ფიტინგების ქართულ ბაზარზე, ისევე როგორც ინდუსტრიული წარმოების სხვა სეგმენტებში, მთლიანად და თითქმის ტოტალურად დომინირებენ უცხოური წარმოების ბრენდები. კერძოდ, დღეის მდგომარეობით ქართულ ბაზარზე შემოდის გერმანული, თურქული, რუსული, რუმინული, სომხური და სხვა ქვეყნის ბრენდებით წარმოებული სხვადასხვა სახის პლასმასის მილები და ფიტინგები, რომელთა შორის არის როგორც მაღალხარისხიანი, ასევე სრულიად უხარისხო ნაწარმი. (სრული ინფორმაციისთვის დააწექით ისარს)
საქართველოს პლასტმასის მილების ბაზრისა და ადგილობრივი მწარმოებლების წილის მიმოხილვა ძალზე სავალალო სურათს ჰქმის. კერძოდ, პლასტმასის მილებისა და პროფილების ბაზრის ანალიზი საქართველოში, სერბეთსა და მოლდოვაში ჩატარდა 2024 წლის აპრილში Pro-Consulting-ის მიერ (იხ. „პლასტმასის მილებისა და პროფილების ბაზარი სერბეთში, მოლდოვასა და საქართველოში“). ეს კვლევა მოიცავს ბაზრის დინამიკას 2019-2023 წლების პერიოდისთვის, სადაც ხაზგასმულია ის, რომ ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების მოხმარების საერთო მონაცემები საქართველოში წელიწადში დაახლოებით 612.5 მილიონ ერთეულს შეადგენს, რაც 3.9-5.9 ათას ტონას უდრის, მაგრამ ეს კონკრეტულად მხოლოდ მილებს არ ეხება. ადგილობრივი პლასტმასის მილების მწარმოებლების წილის შესახებ დეტალური სტატისტიკა ძიების ამ შედეგებში იძებნება, მაგრამ იმპორტირებული მილების წილი, სხვადასხვა შეფასებით, ის ბაზრის 85%-დან 90%-მდე შეადგენს. რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს ისიც, რომ საქართველო გამოირჩევა ლიბერალური საბაჟო სისტემით: თურქეთიდან, ევროკავშირიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან (წარმოშობის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში) იმპორტის გადასახადი შეადგენს 0%; სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს 5% ან 12%. არადა სწორედ პლასმასის მილების მთლიანი თუ არა, უდიდიესი ნაწილი, სწორედ თურქეთიდან, ევროკავშირიდან (გერმანია, რუმინეთი) და დსთ-ს ქვეყნებიდან (რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სასომხეთი) შემოდის, რომლებიც სრულად დომინირებენ საქართველოს მზარდ ბაზარზე, რაც განპირობებულია თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქტიური მშენებლობებით.
ამრიგად, საქართველოში პლასტმასის მილებისა და ფიტინგების საერთო ბაზარი მნიშვნელოვანია, მოხმარების მაღალი დონით, სადაც უცხოელი მწარმოებლები ტოტალურად დომინირებენ, ეს კი, პლასტმასის მილების ადგილობრივი წარმოების მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალზე მიუთითებს.
კომპანია NanoPolymer®-სა და სხვა ქართველ მწარმოებლებს ძალუძთ მომხმარებლებს მიაწოდონ უმაღლესი სტანდარტებით დამზადებული პროდუქცია
კომპანია NanoPolymer®-ი დარწმუნებულია, რომ მასთან ერთად ასევე ქართველ სხვა მწარმოებლებს ძალუძთ აწარმოონ და მომხმარებლებს მიაწოდონ უმაღლეს სტანდარტებზე მორგებული პროდუქცია, რომელსაც არა მარტო შიდა ბაზარზე შეუძლია მნიშვნელოვანი და ღირსეული ადგილის დაკავება, არამედ პოტენციურად ასევე შეუძლიათ ექსპორტის ბაზარზე საქართველო გლობალურ მოთამაშედ გადააქციონ. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება კომპანია NanoPolymer®-ის მისწრაფება იმისკენ, რომ პლასმასის მილების ინდუსტრიაში შეიტანოს და დაამკვიდროს მცნება იმისა, რომ ევროპული სტანდარტებით წარმოებული უმაღლესი ხარისხის პოლიპროპილენის ეს მილები და მისი ფიტინგები „წარმოებულია საქართველოში“ („MADE IN GEORGIA“) და ის, რომ მომხმარებელს „ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ უმაღლეს ხარისხს“ („We only offer the highest quality“).